ბედის ვარსკვლავის ბრალია - მიმოხილვა
,,ბედის ვარსკვლავის ბრალია” არის ფილმი, რომელიც ჯონ გრინის წიგნის ადაპტაციაა. ფილმის რეჟისორია ჯოშ ბუნი. ფილმი გამოიშვა 2014 წელს და გადაღებულია აშშ- ში. მისი ჟანრია მელოდრამა, დრამა. ორი მთავარი პერსონაჟის როლს ასრულებს შეილინ ვუდლი ( ჰეზელი) და ანზელ ელგორტი (ავგუსტუსი). ფილმმა მოიგო ჯილდო ,,წლის ფილმი”.
როდესაც ჰეზელი ხვდება მხიარულ ავგუსტუს უოტერსს კიბოს მხარდაჭერ ჯგუფში, მათ შორის ნაპერწკალი გაჩნდება. ავგუსტუსს ეშინია დავიწყების და გაქრობის, ხოლო ჰეზელს სჯერა, რომ ეს გარდაუვალია. ავგუსი დაეხმარება ჰეზელს იმის დანახვაში, რომ საავადმყოფოების, წამლების და კიბოს მიღმა არის სხვა სამყარო. მათი საერთო ინტერესები წიგნებისადმი, საერთო შიშები და გულწრფელი საუბარი, ამ ორს განუყოფლად აქცევს, სანამ სიკვდილი არ დააშორებს. ,,ბედის ვარსკვლავის ბრალია” არის ერთ- ერთი ყველაზე ტრაგიკული სიყვარულის ისტორია, რომელიც სხვადასხვა ემოციებს აღზრავს მაყურებლებში.
ჩემი დიდი ყურადღება მიიქცია ავგუსტუსმა. ის დარწმუნებულია, რომ ცხოვრებაში მნიშვნელოვანია გმირობა და კაცობრიობაზე საკეთილდღეო გავლენა. ის გეგმავს პიკნიკებს ბოლომდე დეტალურად, რადგან მას უნდა ეფექტის დატოვება. იგი მეტაფორებით ცხოვრობს. ერთ სცენაში იგი თავს სწირავს თამაშში ბავშვების გადასარჩენად. კიბოს მიუხედავად ავგუსტუსი ცდილობს პოზიტიურად იყოს და გაულამაზოს ცხოვრება ჰეზელს.
მიუხედავად იმისა, რომ ეს არის ტრაგიკული სიყვარულის ისტორია, ის ასევე არის იდეალური და დაუძლეველი ფანტაზია. ჰეზელი და ავგუსტუსი მორალურად ძალიან განვითარებულები არიან, მათ აქვთ უნარი დაამტკიცონ თავიანთი გამოცდილების ჭეშმარიტება, რომლის გაზიარებაც ცოტას შეუძლია. მათ იციან საკუთარი ცხოვრების მნიშვნელობა. ჩემი აზრით, ადამიანს ყველაზე მეტად უჭირს ცხოვრების დაფასება. უმეტესობა ვერ იაზრებს ყოველდღიურობის ფასს და ვერც აფასებს. არავინ იცის ვინ, როდის წავა ამ სამყაროდან და ამიტომაც ყოველდღე ისე უნდა ვიცხოვროთ, თითქოს მეორე დღე არ ყოფილიყო. აწმყოში ცხოვრება, საყვარელ ადამიანებთან ერთად შეუფასებელია და ვერაფერი შეედრება.
ჩვენ დიდ დროს ვხარჯავთ ტკივილის თავიდან აცილებაში, მაგრამ თუ ყურადღებით დავუკვირდებით, ,, ბედის ვარსკვლავის ბრალია” გვასწავლის, რომ ,,ტკივილი აუცილებლად უნდა იგრძნო” და ,, სამყაროს უყვარს შემჩნევა” - ავგუსტუსი. როგორც არ უნდა ვეცადოთ, იგი მართალია , ჩვენ ვერ ავიცილებთ იმ ტკივილს, რომელიც ჩვენ ბედშია დაწერილი. თითოეულ ჩვენგანს უნდა ჰქონდეს იმედი, რომ ბოლოს შეგვიძლია ვთქვათ, არა ის , რომ ჩვენ არ განგვიცდია ტკივილი, არამედ რომ გონივრულად ავირჩიეთ, ვის მივეცით უფლება ჩვენთვის ზიანის მიყენებისთვის. ეს ფილმი მოგვგვრის ცრემლებს, თუმცა დაგვანახებს ცხოვრების დაბრკოლებებს და თუ როგორ სწრაფად შეიძლება დავკარგოთ ჩვენთვის საყვარელი ადამიანი.


Comments
Post a Comment