ფსიქოლოგია
ფსიქოლოგია- ბერძნული წარმოშობის სიტყვაა, სიტყვასიტყვით ნიშნავს "სულის მეცნიერებას". ეს არის ცნობილი დეფინიციის საფუძველი, რომლის მიხედვითაც ფსიქოლოგია ფსიქიკის მეცნიერებაა. მთლიანობაში, ეს სწორია, თუმცა საჭიროა გარკვეული განმარტებები. თანამედროვე საზოგადოებრივ ცნობიერებაში სიტყვები „სული“ და „ფსიქიკა“ ფაქტობრივად სინონიმებია: სამეცნიერო ფსიქოლოგია ურჩევნია გამოიყენოს ტერმინი „ფსიქიკა“, რელიგიური მოაზროვნეები და ზოგიერთი ფილოსოფოსი საუბრობს „სულზე“. სიტყვა "ფსიქოლოგიას" მრავალი მნიშვნელობა აქვს. ყოველდღიურ ენაში სიტყვა „ფსიქოლოგია“ გამოიყენება ადამიანის ფსიქიკური შემადგენლობის, პიროვნების, ადამიანთა ჯგუფის მახასიათებლების დასახასიათებლად: „მას აქვს ასეთი ფსიქოლოგია“.
ფსიქოლოგია ჩვენ ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს. ფსიქოლოგიას შეუძლია ახსნას, თუ რანაირად ან რატომ იქცევიან ადამიანები ასე თუ ისე. ძირითადად ამ ყველაფრის გაგებაში, უმჯობესი გადაწყვეტილების მიღებაში, ემოციების კონტროლში და სტრესის გაქარწყვლაში ადამიანს ფსიქოლოგი ეხმარება, რადგან მათ შეუძლიათ ადამიანის ქვეცნობიერის შესწავლა. ყოველივე ეს დაეხმარება ადამიანებს ჰქონდეთ უფრო წარმატებული კარიერა, უკეთესი ურთიერთობები, მეტი თავდაჯერებულობა და სხვა. ფსიქოლოგიის მთავარი მიზანია მოგვცეს საშუალება გავიგოთ, ავხსნათ და ასევე განვსაზღვროთ როგორც ემოციები, ასევე ადამიანის ქცევა.
ადამიანს სხეული და გონება ერთმანეთთან არის დაკავშირებული, ეს კი ფსიქოლოგიური მომენტია. მაგალითად, როდესაც ადამიანი ტყუის იგი თვალებს სწრაფად ახამხამებს, ვერ აჩერებს ხელებს/ ვერ ჩერდება ერთ ადგილას. Ჩემი აზრით, სხეულის ენა კომუნიკაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია, ადამიანის სხეულის ენაზე მეტი ყურადღების მიქცევით ჩვენ უფრო ეფექტურად დავუკავშირდებით მათ და გავიგებთ რა არის მათთვის არასასიამოვნო ან პირიქით.
ფსიქოლოგია ჩემთვის მნიშვნელოვანია,რადგან რომ არა მისი ცოდნა, ვერ გავუგებდი ადამიანებს, ვერ დავაყენებდი ჩემ თავს სხვის ადგილას ან ვერ ავირჩევდი რომელი ფერის მაისურის ჩაცმა მინდა. მეხმარება გავუგო საკუთარ თავს და ყველაფერში მიზეზი და გამოსავალი ვიპოვო. ნასწავლს ვიყენებ სხვების დასახმარებლად, მაგრამ ასევე ვიყენებ ჩემი ცხოვრების გასამარტივებლადაც. ფსიქოლოგიის ცოდნამ მასწავლა ემოციების კონტროლი, მომცა მეტი თავდაჯერებულობა, შემაყვარა საკუთარი თავი და გავხდი უფრო ემპათიური. ფსიქოლოგია ყველგან არის - სკოლებში, კარიერაში და სოციალურ ცხოვრებაში. ფსიქოლოგია რომ არა ბევრი დაავადება ვერ განიკურნებოდა და არ ვიქნებოდით სწავლაში ისეთი განვითარებული, როგორიც ახლა ვართ. ფსიქოლოგიის ცოდნა ისეთი მნიშვნელოვანია როგორც, გარჩევა მარჯვენასი და მარცხენასი. როგორც ყველა ადამიანს, მეც მქონია ისეთი პრობლემები, რომლებმაც დიდი გავლენა მოახდინა ჩემ ფსიქოლოგიაზე და დამოკიდებულებაზე. ყოველი შეცდომა აუმჯობესებს ადამიანის მდგომარეობას.
Comments
Post a Comment