Posts

,,კაცია-ადამიანი?!" - მიმოხილვა

Image
ილია ჭავჭავაძის ,, კაცია-ადამიანი ?!" არის ერთ-ერთი საუკეთესო მოთხრობა , რომელშიც ასახულია აქტუალური პრობლემები , როგორიცაა : ამპარტავნობა , ცრუმორწმუნეობა , სიზარმაცე , პირფერობა , გაუნათლებლობა და სხვა . ილია ჭავჭავაძე კარგად წარმოაჩენს უმეტესი ქართველის სახეს , ლუარსაბ თათქარიძის , მისი ცოლის დარეჯანის და სხვა პერსონაჟების დახმარებით .   ილია ჭავჭავაძე ლუარსაბის დახასიათებით იწყებს მოთხრობას . მან ლუარსაბის სიზარმაცეს ხაზი გაუსვა , როცა ლუარსაბის სახლს აღწერდა . მისი სახლი იყო დიდი და მდიდრული , თუმცა დაულაგებელი , ჭუჭყიანი და მოუწესრიგებელი . ილია ამით გვანიშნებს , თუ როგორია ქართველი ხალხის გარკვეული ნაწილი . ყველას უნდა ბრწყინვალე ცხოვრება,სახლი , კარიერა , თუმცა ვის უნდა გარჯა ან წვალება ამისთვის ? ლუარსაბის მსგავს ბევრს შევხვდებით , რომლებსაც ხელის განძრევის გარეშე უნდათ ყველაფერი ჰქონდეთ .   ლუარსაბის აზრით , სწავლა მხოლოდ ქალების საქმეა და ბრაზობს , იმაზე რომ ასეთი დრო დაუდგა ხალხს და არ...